Sunday, 10 November 2013

იორის აღკვეთილი

                              
   
   1965 წელს შეიქმნა იორის სატყეო მეურრნეობა,რომლის ბაზაზე სასარგებლო,სანადირო ფაუნის გამრავლებისა და განსახლების მიზნიტ 1996 წელს დაარსდა იორის აღკვეთილი. აღკვეთილსი ფართობი 1336 ჰექტარია. ის თბილისიდან 140 კმ არის დაშორებული.
  აღკვეთილის სიახლოვეს შუა საუკუნეების ორი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს: მეთორმეტე საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი,რომელშიც დღესაც მოქმედია და გიორგიწმინდის იმავე პერიოდის ეკლესია.
  ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მისდევს მეღვინეობას. განვითარებულია აგრეთვე მეხილეობა, მებოსტნეობა, მესაქონლეობა და მეფუტკრეობა. საგარეჯოს რაიონი, ისევე როგორც მთლიანად კახეთი, გასაოცარი მრავალხმიანი სიმღერებითაა განთქმული.
  ამ ხარისთვის ზომიერად თბილი, საკმაოდ ცხელზაფხულიანი კონტინენტური სტებების ჰავაა დამახასიათებელი. საშვალო წლიური ტემპერატურა 11,9გრადუსია.

  იორის აღკვეთილი მდინარე იორის დაბლობზე მდებარეობს და გორაკებითა და მცირე ქედებითაა შემოსაზღვრული. ტერიტორია უამრავი მშრალი ხევითაა დასერილი. შემაღლებული ადგილების სიმაღლე ზღვის დონიდან 150–დან 500 მეტრამდე მერყეობს.აქაური არაერთგვაროვანი ნიადაგები წარმოშობის, განვითარების და ფიზიკურ–ქიმიური შემადგენლობით ალუვიურ და ნეშომპალა კარბონატური ტიპის ნიადაგებს მიეკუთვნება.
  აღკვეთილის ტერიტორიაზე ჰიდროლოგიურ ქსელს მდინარე იორი და მისი შენაკადი–პატარა მდინარე ოლე ქმნის. იორის კალაპოტი კლაკნილია, ფსკერი–ქვიანი. მდინარე მდორედ მიედინება და აღკვეთილის ფარგლებში 10 ჰექტორის ფართობის დაჭაობებულ ტერიტორიას ქმნის.
  რაიონის გეოლოგიურ აგებულობაში მონაწილეობენ ნეოგენისა და მეოთხეული ასაკის ნალექები. მათ შორის ყველაზე ძველია შუა მიოცენი–საყარეულოს ჰორიზონტი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია მძლავრი კვრცარკოზული ქვიშებით, თიხებისა და მიკროკონგლომერატების შუა შრეებით. შემდეგ მოდის კოწახურის ჰორიზონტი–წარმოადგენილი არაკარბონატული, თხელშრეებრივი თიხებით. ამ წყებას თანხმობით  მოსდევს თარხან–ჩოკრაკის ჰორიზონტი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია მცირედ კარბონატული, მუქი რუხი, შოკოლადისფერი, თხელშრეებრივი თიხებით და ქვიშაქვების შუაშრეებით. აღწერილ წყებას თანხმობით მოსდევს კონკისა და კარაგანის ჰორიზონტი, წარმოდგენილი ღია რუხი და რუხი ფერის შრეებრივი თიხებით. წყებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  შრეებრივ ქვიშაქვებს. კონკისა და კარაგანის წყებას მოსდევს ქვედა და შუა სარმატული ჰორიზონტები, ძირითადად წარმოდგენილი ღია მომწვანო, რუხი და მოყვითალო ფერის თიხებისა და მერგელების, ასევე ქვიშაქვების მორიგეობით. რაიონში ცნობილია სააგურე და საკრამიტე ნედლეულის მრავალი საბადო.
  იორის აღკვეთილის ფლორა ძირითადად წარმოდგენილია ქალის  ტყით, რომელიც ძალზედ არის გამეჩხერებული. ამ ტყეს ძირითადად ხვალო და ოფი ქმნიან. უფრო დაბალი სიხშირით გვხვდება ფშატა ტირიფი, წნორი, ცრუაკაცია და პატარა თელადუმა. ამ ხე–მცენარეთა უმეტესობა დაკნინებულია და მნიშვნელოვან ფართობზე კორომებს ვერ ქმნის. იორის აღკვეთილში ასევე გავრცელებულია ჭალაფშატა, იალღუნი და მაყვალი. ამ ადგილებში, სადაც იორი მცირე ჭაობებს ქმნის, გვხვდება ჭაობის მცენარეთა დაჯგუფებები და ჭაობისთვის დამახასიატებელი ბუჩქნარები.
  აღკვეთილის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი ჭალაში, საკმაო რაოდენობით ბუდობენ ქედანი, გვრიტი, შაშვი, მრავალი სახეობის პატარა ფრინველები. ფერდობებზე ბევრი კაკაბი, რომელთა კაკანი აღკვეთილში ყოფნისას გამოდმებით ისმის. მცირე რაოდენობით გავრცელებულია ხოხობიც. დურაჯთან შეხვედრა კი ძლზე დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
  ქვეწარმავალებიდან ივრის აღკვეთილში ქართული ხვლიკი, ხმელთაშუა ზღვის კუ და გიურზა გვხვდება.
  მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აღკვეთილის ბინადარი მელა, ტურა, კურდღელი, ლელიანის კატა, მგელი და გარეული ღორი არიან.
 იორის აღკვეთილში მიმდებარე ტერიტორიაზე სუსტადაა განვითარებული კულტურული და ღვინის ტირიზმი. მომავალში ეკოლოგიურ, ეთნოლოგიური ფრინველებზე დაკვირვების ტურებს ამ ტერიტორიაზე საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს.
  აღკვეთილის სიახლოვეს ნაკრძალის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შესაძლოა ბანკის მოწყობა. ასევე შესაძლებელია ღამის გათევა მახლობელ სოფლებში, რისი ორგანიზებაც წინასწარი შეთანხმებებით ან ტურისტური სააგენტოს მეშვეობით მოხდება.
 
  წყარო:  რედაქტორები: არჩილ ქიქოძე, რამაზ გოხელაშვილი, წიგნის სახელოსნო, თბილისი. 2007წელი

No comments:

Post a Comment