Sunday, 10 November 2013

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია

  ქ. საგარეჯოს ზემოუბანში მდებარეობს პატარა ეკლესია,რომლის გვერდით განლაგებულია საფლავის ქვები. სწორედ ეს ქვები წარმოადგენს საგარეჯოს ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ ძეგლს,რომელიც განეკუთვნება მე–7,მე–8 სს. ეს ეკლესია მოწმეა იმ ტრაგიკული მოვლენების, რაც საგარეჯომ განიცადა წინა საუკუნეებში. ეს ეკლესია მე–17ს–ში შაჰ–აბასის ველურმა ურდოებმა  გაანადგურეს, მაგრამ იგი აღადგინეს მე–18ს–ში აზნაურმა ჯაბადარებმა,ამიტომ ამ ეკლესიას ჯაბადარების საგვარეულო ეკლესიასაც უწოდებენ.                                                                                                           
  პატარა ეკლესიის გვერდით აშენებულია ფართო მოცულობის ეკლესია,რომლის აშენება სავარაუდოა 19ის შუა წლებში. მას შემდეგ, რაც ჯაბადარების პატარა ეკლესია ვეღარ აკმაყოფილებდა საგარეჯოს ზემოუბნის მრევლს, საგარეჯოს მაშინდელ დიარბეგს სპირიდონ ჯაბადარს გადაუწყვეტია ახალი ეკლესიის აშენება.  მას თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის მიუმართავს საქართველოს ეგზარქოსისათვის,რომლის დახმარებითაც შეუდგენიათ მშენებლობის პროექტი და საქმესაც მალე შესდგომიან. მშენებლობა 2 წელს გაგრძელდა და იგი უკურთხევიათ 1843 წელს. ეკლესიის ირგვლივ ამჟამად გაუქმებული სასაფლაოა.პატარა ეკლესიასი ორი მიცვალებულია დასაფლავებული. ესენი არიან: ახალი ეკლესიის არმშენებელი, გარე კახეთის დიამბეგი სპირიდონ იოანეს ძე ჯაბადარი (1810–1903) და მისი მეუღლე მინადორა სოლომონის ასული ჯაბადარი (1819–1897). როგორც საფლავის ეპიტაფიები გვაუწყებენ ცოლ–ქმარს საკმაოდ დიდხანს უცხოვრიათ. საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესია სხვადასხვა დაწესებულებად გადაკეთდა. მისი დაბრუნება საპატრიარქომ მხოლოდ 1988 წელს მოახერხა.
                                     

No comments:

Post a Comment