Sunday, 10 November 2013

ყორუღის აღკვეთილი


  1965წელს შეიქმნა ყორუღის სახელმწიფო სატყეო–სამონადირეო მეურნეობა, რომელსაც 1996წელს აღკვეთილი ეწოდა. ყორუღის აღკვეთილი (2068ჰა) კახეთში საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს.
  აღკვეთილიდან ახლოს აღმოჩენილია ენეოლითი–ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, გათხრილია შუა ბრინჯაოს ხანის ეპოქის სამარხები, ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები.
  ყორუღთან მდებარე ისტორიულ ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდავოდ დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ასურეთიდან ჩამოსული მისიონრის დავით გარეჯელის დაარსებულ მონასტერში საუკუნეების მანძილზე არ წყდებოდა სასულიერო ცხოვრება (თუ არ ჩავთვლით საბჭოთა პერიოდის სამოცდაათწლიან წყვეტილს). საუკუნეების მანძილზე დავით–გარეჯის გარშემო უსიცოცხლო და უწყლო ივრის ზეგანზე მრავალი დიდი და პატარა მონასტერი გაჩნდა, ხოლო ეს ადგილები საქართველოს სულიერების კერად, მწიგნობრების და კედლის მოხატულობის ცენტრად იქცა. დავით–გარეჯის მინასტრებიდან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი–ბერთუბანი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლავრა,უდაბნო, ნათლისმცემელი,ვერანგრეჯი, ჩიჩხიტური, დოდოს რქა, თეთრი სენაკები. ეს დიდი სამონასტრო კომპლექსში შემავალი, შესანიშნავ პეიზაჟებში ჰარმონიულად  ძეგლები, რომლებიც მრავლად იზიდავს დამთვალიერელებს და მორწმუნეებს.
  აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიისმოსახლეობის ძირითადი ნაწილი შეადგენენ აზერბაიჯანელები, რომლებიც ქვემო ქართლში რამდენიმე საუკუნეა სახლობენ. აზერბაიჯანელები მშრომელ და გამრჯე ხალხად არიან ცნობილი. მისევენ მებოსტნეობას და მესაქონლეობას. საინტერესოა მათი ყოფა და მუსულმანური დღესასწაულები.
  ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მაშინდელმა მთავრობამ ქვემო ქართლსა და კახეთში სვანეთიდან დიდთოვლობუთ დაზარალებული ოჯახებისთვის სახლების აშენება და მათი მთებიდან მასიური ჩამოსახლება დაიწყო. ყორუღის აღკვეთილის სიახლოვეს დღეს რამდენიმე სვანური სოფელი არსებობს. სვანებმა ქვემო ქართლში თან მოიტანეს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ყოფა და ტრედიციული რიტუალები. ქვემო ქართლში დღესაც აღინიშნება ბარბარობა, ლიფანალი, ლამპაობა და სხვა სვანური დღესასწაულები. სვანებიც ძირითადად მესაქონლეობას და მებოსტნეობას მისდევენ.
  ყორუღის აღკვეთილი გეოლოგიურად ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის და მოიცავს მისი აღმოსავლეთი დაძირვის მოლასურ ზონას. აგებულია ძირითადად შუა მიოცენის (თარხანი, ჩოკრაკი, კარაგანი, კონკი) ზღვიური მოლასური ნალექებით, რომლებიც აქ წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებით, ზოგჯერ ბაზალური კონგლომერატებით, მერგელბით, ოოლითური და კირქვებით. სასარგებლო წიაღისეული საბადოები აღკვეთილის ტერიტორიაზე ცნობილი არ არის.
    ყორუღის აღკვეთილში მდ. იორის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი. მისი შექმნილი ძირითადი ხე–მცენარეებია: მაღალი ტირიფი, ხვალი ანუ ჭალის ვერხვი ოფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალია მუხა და ზოგიერთი სხვა. ქვეტყეში იზრდება ძეძვი, ქაცვი, ქართული კოწახური, ჭალა–ფშატა და სხვ. ჩვეულებრივი ლიანები: აღმოსავლული კატაბარდა, ეკალღიჭი, ღვედკეცი და სხვ. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა, ძირითადად უროიანები ესაზღვრება.
  აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგადაა განვითარებული კულტურული, სამანქანო–სათავგადასავლო და საფეხოსნო ტურები და ტურიზმის ეს სამივე სახეობა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას უკავშირდება.
  რეგიონს გააჩნია პოტენციალი ეკოლოგიური, ბოტანიკური, ფრინველებისა და ცხოველებზე დაკვირვების ტურიზმის განსავითარებლად.
   ღამის გათევის უზრუნველყოფა შესაძლებელია სასტუმრო სახლში ან საბანკო ადგილას დაკრძალის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. აღკვეთილის საიხლოვეს არსებობს დაბალი ხარისხის კაფე–რესტორნები

 წყარო: რედაქტორები: არჩილ ქიქოძე, რამაზ გოხელაშვილი, წიგნის სახელოსნო, თბილისი. 2007წელი

No comments:

Post a Comment