დავით
გარეჯის მონასტრებს სოფელ თვალზე ეკუთვნოდათ დიდძალი – მამულები,საიდანაც
მონასტრის ბერები საზრდოობდნენ. ამიტომ მონასტრის წინამძღვარები ყოველნაირად
ცდილობდნენ ზრუნვა არ მოეკლოთ თავისი მამულებისათვის და მრევლისთვის. მე–17,მე–18
საუკუნეთა მიჯნაზე დავით–გარეჯის მონასტრებმა თავისი აღმავლობის უკანასკნელ ზენიტს
მიაღწიეს,ამაში დიდი წვლილი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს
მიუძღვით. ერთ–ერთი ასეთი მათგანი იყო ონოფრე მაჭუტაძე (1690–1733). მე–18 ს–ის
დასაწყისისათვის სოფელი „თვალი“ საკმაოდ მომრავლებულ სოფელს წარმოადგენდა, მაგრამ
ერთი წესიერი სალოცავი არ გააჩნდათ,ამიტომ ონოფრე მაჭუტაძემ მიზნად დაისახა
საგარეჯოს ზვრების შემოსავლიდან მიღებული სახსრების ნაწილი მშვენიერი ეკლესიის
მშენებლობისთვის მოეხმარებინა. იგი შეუთანხმდა მაშინდელი კახეთის გამგებლის დავით
2 იმამყული–ხანს (1703–1722) (იგი ერეკლე 1 ნაზარა ლიხანუს შვილი იყო) თვალზე
ეკლესიის აშენების შესახებ,ადგილიც შესაფერისი აირჩია. ამ ბორცვს ადგილობრივი
მკვიდრნი „ნადარბაზევს“ უწოდებდნენ, მის შესახებ ლეგენდაც კი არსებობს. აქ ოდესღაც
თამარ მეფეს გადმოუხედია სოფელ თვალის თვალწარმტაც, ბაღ–ვენახებში ჩაფლულ
მიდამოსათვის, აღტაცებაში მოსულა და მისი დავალებით ამ გორაკზე სასტუმრო–დარბაზი აუშენებიათ.
ონოფრეს მშენებლობის დაწყებამდე ნათლისმცემლის ეკლესიაში ბერად აღკვეცილი სულხან–საბა ორბელიანიც
ჩამოუყვანია,რომელსაც დასტური მიუცია,ბარემ ისეთი ეკლესია ააშენე, რომ გარეჯის
სკოლის და გარეჯის წიგნსაცავის ფილიალი მოეთავსებინათ აქ ონოფრე მაჭუტაძეს ერთ თავის გუჯარში,რომელიც დათარიღებულია 1712
წლით,ჩამოთვლის რა თავის ნამოღვაწარს გარე–კახეთში, მათ შორის ადასტურებს სოფელ
თვალზე ეკლესიის აშენებასაც: „რადგან თვალზე ორი ზვარი და ორი მარანი დიდის გარჯით
ნაშოვნი აშენებული დამიგდია... და ნადარბაზევზე საყდარი ამიშენებია წმინდის
პეტრესი და პავლეს სახელზე, ხატითა, ჯვრითა,წიგნებითა და სამოსლებით გამიმაგრებია...“ ეკლესიის
მშენებლონა დაწყებულა 1710 წელს და დამთავრებულა 1712 წელს. ეკლესიის
მშენებლობისათვის ონოფრეს ქვის მთლელები და მეჩუქურთმეები საბერძნეთიდან
ჩამოუყვანია. პეტრე–პავლეს ეკლესიაში ყოველ–წლიურად იმართებოდა ქრისტიანული
დღესასწაული „პეტრე–პავლობა“.
No comments:
Post a Comment