Sunday, 10 November 2013

ალექსანდრე ცხვედაძე

 ალექსანდრე ცხვედაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საგარეჯოს განვითარებაზე,მან დიდი ამაგი დასდო ჩვენი ქალაქზე...

  ალექსანდრე ცხვედაძე იმ მოწინავე ქართულ ოჯახს ეკუთვნოდა,რომელმაც საქართველოს მისცა დიდი ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ნიკო ცხვედაძე(ძმა ლექსანდრე ცხვედაძის). როცა საქართველოში ძალუმად იმძლავრა ეროვნულ–განმათავისუფლებელმა ბრძოლამ,ალექსანდრე ცხვედაძე  ამ დროშის ქვეშ დადგა და თავის სამოღვაწეო ასპარეზად ილია ჭავჭავაძის დავალებით გარე კახეთი გადარჩინა.          მაშინდელი საგარეჯო და გარე კახეთი ერთ–ერთ ცამორჩენილ პროვინციას წარმოადგენდა ,სადაც ცარისტული კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგად მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი უსამართლობას, მატერიალურ ხელმოკლეობას,უმეცრებას,სიბეჩავეს. გლეხები ჩარჩვაჭრებისა და მევენახეების კაბალაში იყვნენ მოქცეულნი. ხსნა და შველა არსაიდან ჩანდა და როცა მათი ხსნის იმედი მთლად მიწურული იყო,სწორედ მაშინ,როგორც ღმერთი ალექსანდრე ცხვედაძე მოევლინა საგარეჯოელებს. მაინც ვინ იყო ან საიდან გამოჩნდა იგი?
  დაიბადა 1848 წელს ქართლში,სოფელ კავთისხევში,სოფლის მღვდელის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე აქტიურად ჩაება საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში და რასაც ხელი მოჰკიდა,ყველგან შესანიშნავი უნარი გამოაჩინა.
  როგორც საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი და დრამატურგი ირემია გულისაშვილი იხსენებდა „... იგი მოვიდა საგარეჯოში 1874 წელს, სადაც გახსნა პირველი დაწყებითი სასწავლებელი. მალე ქლექსანდრემ თავისი მომხიბლავი პიროვნებით,ტაქტით მთელი გარე კახეთი დაიჭირა ხელში“ (საქართველოს განათლების მუშაკი“ 1926წ ნომერი 2, გვ 17)

   საგარეჯოში ალექსანდრე ცხვედაძის ჩამოსვლით დაიწყო ამ მიყრუებული სოფლის აღორძინება. სოფლის ცენტრში,რომელსაც „ბაზარს“ ეძახდნენ  ხალხისავე ფულით და შრომითი მონაწილეობით აშენდა დაწყებითი სკოლა,სადაც 1875 წელს ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნა სახალხო განათლების სამინისტროს ორგანყოფილებიანი სასწავლებელი.
  ალექსანდრე რომ მომავალი თაობის გულისხმიერი აღმზრდელი ყოფილა ამის შესახებ წერენ,როგორც იმდროინდელი პრესა,ასევე მისი ყოფილი მოსწავლეები და თანამედროვენი. იგი გამოირჩეოდა შესანიშნავი პედაგოგიური ტაქტითა და ბავშვებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით.
   ალექსანდრე ცხვედაძე მარტო თავის პროფესიულ ნაჭუჭში არ ყოფილა გამომწყვდეული. იგი იყო დიდი დიაპაზონის მოღვაწე–მამულიშვილი ,რომელიც ყოველი ღონისძიებით ცდილობდა ხალხში ეროვნული იდეების,კულტურის შეტანას,ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ამ მიზნით მან დაარსა 1876 წელს სცენისმოყვარულთა დასი და საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახალხო თეატრს. იმისატვის რადგან გლეხები ეხსნა ჩარჩვაჭრებისგან,მან 1875 წელს საგარეჯოში დაარსა სასოფლო ბანკი,რომელიც პირველი იყო საქართველოში. იმისათვის რომ გლეხთ პირობები გაეუმჯობესებინა სასურსათო საქონლით და პირველი მოთხოვნილებების  საგნებით,1877 წელს დაარსა სამომხმარებლო კოოპერატივი (დეპო). ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვათ რომ საგარეჯო ითვლებოდა საქართველოში კოოპერაციული მოძრაობის პიონერად და მხოლოდ ჩვებს შემდეგ,1878 წელს იქმნება კოოპერაციული საზოგადოებები თბილისსა და თიანეთში.
   ალექსანდრე ცხვედაძემ დაარსა  1878 წელს წიგნთსაცავ–სამკითხველო,რომელიც ასევე პირველი მცდელობა იყო მთელს საქართველოში მსგავსი კულტურულ–საგანმანათლებლო  დაწესებულების დაარსებისა.
   იმდროინდელ საგარეჯოს სოფლებში და საგარეჯოში ხალხის დიდი მტერი იყო სხვადასხვა დაავადებები,ამიტომ ალექსანდრემ გადაწყვიტა, რაც არ უნდა დაჯდომოდა  საგარეჯოში სამკურნალო დაწესებულება მოეწყო,ექიმი მოეწვია. ეს მიზამიც სისრულეში მოიყვანა და 1877 წლიდან ექიმად მოიწვია ცნობილი საზოგადო მორვაწე და გამოცდილი მკურბალი ნიკო ხუდადოვი,რომელიც 3 წელს დარჩა საგარეჯოშ და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა მოსახლეობაში.
  ალექსამდრე ცხვედაძემ ბევრი კარგი საზოგადო საქმე წამოიწყო,საფუძველი ჩუყარა სკოლის ახაკი შენობის მშენებლობას 9ახლანდელი ნომერ 2 საჯარო სკოლის ადგილას) მაგრამ მის შემდგომ მიზნებს აღსრულება აღარ ეწერა– 1889 წელს ეპილეფსიით გარდაიცვალა სოფელ იყალთოში.
  იგი დაკრძალეს წმინდა ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში,მადლიერი  საგარეჯოელები თავისი ხსოვნით ყოველთვის პატივს მიაგებდნენ ამაგდარ მოღვაწეს,მაგრამ 30 წლიანი სისხლიანი რეპრესიების მესვეურნი მის საფლავასაც შეეხნენ, ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილძე ააშენეს ჩეკას შენობა (ახლანდელი პიონერთა და მოსწავლეთა სახლი) და საფლავის აღება უბრძანებიათ. სავარაუდოდ მისი საფლავი მოხვედრილია საბავშვო ბაღის და პიონერთა სახლის ღობის ადგილას. როდესაც ვიხსნებთ ღირსეულ მამულიშვილებს,არ შეიძლება დიდი პატივით არ გავიხსენოთ ალექსანდრე ცხვედაძე,რომელმაც ამდენი ამაგი დადო საგარეჯოსა და საგარეჯოელებზე, დათესა სიკეთის თესლი,რომელზეც ასე ძალუმად ღმოცენდა მრავალი კულტურულ–საგანმანათლებლო თუ სავაჩრო–საკრედიტო დაწესებულებები.



წყარო:  გაზეთი „განთიადი“ 1989წ, ნომერი151 (გვ 1–2)

No comments:

Post a Comment