Sunday, 10 November 2013

„წმინდა დოდოს“ სახელობის ეკლესია

 
საგარეჯოს კიდევ ერთი ულამაზესი ეკლესია ამშვენებს. იგი მე–12ს–ში დავით გარეჯის  უდაბნოს წმინდა ბერის დოდოს ინიციატივითაა და მატერიალური სახსრებით აშენდა. იგი დოდოს უბანში რუსთაველის ქუჩაზე დგას. დავით გარეჯის დოდორქის მონასტერს,რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსების ერთ–ერთი დიდი განშტოება იყო გარე–კახეთში, კერძოდ სოფელ თვალზე დიდძალ მამულებსა და ყმებს ფლობდა,საიდან მოზრდილ შემოსავალსაც იღებდა. წმინდა დოდოს სახელზე აშენებულმა ეკლესიამ მრავალჯერ განიცადა ნგრევა მტერთა ურიცხვი შემოსევების გამო,მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გახდა შესაძლებელი ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ეკლესია აეშენებინათ. ეს ასეც მოხდა და ტაძრის ახლანდელი ნაგებობა თავისი სამშენებლო სტილის მიხედვით მე–19 ს–ის 30–40იან წლებში უნდა აშენებულიყო. ეკლესია ერთთავიან ბაზილიკას წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობას უშლიდნენ ეკლესიაში სიარულს და ლოცვას. ერთ–ერთმა  კოლმეურნეობის თავჯდომარემ დოდოს ეკლესიიდან ხატები გამოიტანა და მოსახლეობის წინ შესდგა ფეხით,ამ ადამიანს შთამომავლობა არ ეღირსა.დოდოს ეკლესიას მხოლოდ 70–იან წლებში მოეშვნენ და საპატრიარქოს ნება დართეს ეკლესიას ჩატარებოდა საფუძვლიანი რემონტი. წმინდა დოდოს სახელობის ეკლესია წარმოადგენს ქ.საგარეჯოს მოქმედ ეკლესიას. 

No comments:

Post a Comment