თვალთავის წმინდა გიორგის შესახებ ინტერვიუ
ავიღე მისი მომვლელი ქალბატონი ლილი თათრიშვილისგან, მან მიამბო: „საგარეჯოს
წმინდა გიორგი მე–6 საუკუნის ძეგლია,ის არის სალოცავი და სახელად თვალთავი
ჰქვია,მისი დაარსება უკავშირდება ხალხს, მაგრამ არ მოგვეპოვება ცნობები ძირითადად
ვის მიეკუთვნება მისი აშენება.
–რა
სასწაულები მომხდარა წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით?
–წმინდა
გიორგი ძალიანია და იგი უამრავ სასწაულებს ახდენს,ერთ–ერთი ყველაზე საოცარი
სასწაული,რომელსაც მე შევესწარი ის იყო,რომ აქ ახალგაზრდა ქალი და კაცი ხშირად
მოდიოდნენ სალოცავად,მათ ვაჟი არ ჰყავდათ,მხოლოდ 4 ქალიშვილი და წმინდა გიორგს
ევედრებოდნენ ვაჟის ყოლას,როდესაც ეს მე მათ მითხრეს,თითქოს ხმა ჩამესმა და წყვილს
ინსტიქტურად ვუთხარი „ნუ გეშინიათ შვილებო ღმერთი ორ ვაჟს მოგცემთმეთქი“ და მოხდა
სასწაული,მათ დღეს ორი ვაჟი ჰყავთ,ერთ–ერთს წმინდანის სახელიც ჰქვია.
No comments:
Post a Comment