Sunday, 10 November 2013

მარიამჯვრის ნაკრძალი

   
  მარიამჯვრის ნაკრძალი მდებარეობს ცივგომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე. საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს  (1040 ჰა)
   ნაკრძალიდან ისევე როგორც ცივგომბორის ქედიდან გარე კახეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება და კარგად მოჩანს მდინარე ივრის წყლით მორწყული ვენახები და ყანები. ნაკრძალის მახლობელ ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე მნისვნელოვანი ძეგლი, რომელტა შორისაა მე–12 საუკუნის ნინო წმინდის სამოონასტრო კომპლექსი,ამავე საუკუნის გიორგიწმინდის ეკლესია და საქართველოსთვის უნიკალური გურჯაანის ორგუმბათოვანი ბაზილიკა. სოფელ მარიამჯვარსა და ნაკრძალთან ახლოს მდებარე სოფლებში ჩამორჩენილია მკვიდრად ნაშენი ხალხური ტიპის ქვის სახლები, ძველი მარნები და სანეურნეო ნაგებობათა ნიმუშები.
   1959 წელს მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნის მთავარ მიზანს კავკასიური რელიქტის, კავკასიური ფიჭვის კერის დაცვა–შენახვა და მასზე მეცნიერული კვლევის წარმოება იყო.
   მაკრძალის,რომელიც ერთი მხრივ სასოფლო სავრგულებს,სხვა მხრიდან კი,საგარეჯოს სატყეო მეურნეობას და ცივის მთების სამთო საძოვრებს ესზღვრება,სიმაღლე 700–800 მეტრს, ადგილებში კი 1300–1400 მეტრს აღწევს. აქაური კლიმატი ერთფეროვანი არ არის. ნაკრძალის ქვედა ზონა ზომიერად თბილი ჰავით, საშუალო ზონა ზომიერი ჰავით, ხოლო ზედა ზონა ცივი ჰავიტ ხასიათდება. მთლიანად ნაკრძალი ტყის ზომიერად გრილ კლიმატურ რაიონს წარმოადგენს. ნალექების წლიური რაოდენობა ნაკრძალში 744 მეტრია. აქ ვერ შეხვდებით მდინარეებს, წყაროებიც კი ძალზე იშვიათია.
   აქაური ნიადაგები ძირითადად თიხნარების, მერგლების და ქვიშნარ–ორლოგოცებისაგნ შედგება.
  მარიამჯვრის ნაკრძალის 90‰ ტყითაა დაფარული. ფიჭვნარები გვხვდება ცივ–გომბორის ქედის როგორც სამხრეთ,ასევე ჩრდილოეთ კალთებზე. ნაკრძალში არსებობს როგორც სუფთა ფიჭვის კორომები,ასევე ფოთლოვან მცენარეთა ნარევი ტყეებიც. ფოთლოვანი ტყე ძირითადად წიფლით, მუხით და რცხილითაა წარმოდგენილი. ალაგ–ალაგ გვხვდება მურყნარები. ქვე ტყეში შინდი, ზღმარტლი,კუნელი,თხილი და მაყვალი სჭარბობს. სულ ნაკრძალში 50მდე სახეობის ხე და ბუჩქია გავრცელებული. 34 სახეობა გვხვდება ფრინველის: სკვინჩა,შაშვი,ღობემძვრალა,გუგული,,ძერა,ტყის ბუ,მწვანე კოდალა,მიმინო სა სხვ.
 ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალის ბინადარნი არიან: ტყის კვერნა,ტყის კატა,მაჩვი,მელა,კურდღელი,,კავკასიური ციყვი,შველი და დათვი.
  თავად ნაკრძალს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს  საცხენოსნო,ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოსაწყობად.



წყარო: რედაქტორები: არჩილ ქიქოძე, რამაზ გოხელაშვილი, წიგნის სახელოსნო, თბილისი. 2007წელი

No comments:

Post a Comment