Monday, 18 November 2013

კოცნამეულის მთა...

კოცნამეულის მთაზე აღმართული ჯვარი,რომელიც მთელ საგარეჯოს გადაჰყურებს...

Friday, 15 November 2013

  დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დააარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემლი.
  დავით გარეჯის მონასტრების შემდგომი აყვავება-განვითარება IX საუკუნის წმიდა მამის - ილარიონ ქართველის სახელთანაა დაკავშირებული. მან გააფართოვა და გადააკეთა წმიდა დავითის მიერ გამოკვეთილი ეკლესია, ხოლო შემდგომ კი წმიდა მეფის - დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრემ (ავტორი საგალობელისა „შენ ხარ ვენახი“).
   XI საუკუნეში გარეჯის მონასტერს სელჯუკები შემოესივნენ, რის გამოც შეფერხდა მისი განვითარება, თუმცა ცხოვრება აქ არ შენელებულა.
  გარეჯის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული აყვავებას მიაღწია XI-XIII საუკუნეებში. დაარსდა ახალი მონასტრები - უდაბნო ბერთუბანი და ჩიჩხიტური, გაფართოვდა და კეთილმოეწყო დავითის ლავრა, რომელიც პატარა ხეობის ორივე კალთაზეა გაშენებული. მონასტერში, სადაც თავდაპირველად ბინა დაიდო წმიდა დავითმა, მოეწყო ტერასიანი ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო და ეკლესია. კლდეში გაიჭრა წყალშემყვანი არხები და რეზერვუარები. ამავე პერიოდს მიეკუთვნება კედლის მხატვრობაც ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. უდაბნოს მონასტერში საფუძველი ჩაეყარა გარეჯის სამხატვრო სკოლას, რომელმაც თავისი შემოქმედების მწვერვალს ბერთუბნის მოხატულობაში მიაღწია.
გარეჯის ფრესკების მნიშნველობას განსაზღვრავს ის გარემოებაც, რომ მან შემოგვინახა ბევრი ისტორიული პირის პორტრეტი - წმიდა დავით აღმაშენებლისა - ნათლისმცემლის უდაბნოში, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის - ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებულისა და სხვა ქტიტორებისა - უდაბნოში.
  XIII საუკუნეში მონღოლებმა გაძარცვეს და გაანადგურეს მონასტრები, ცეცხლს მისცეს ხელნაწერები და სიწმინდეები. შეწყდა ცხოვრება ბერთუბანში, აოხრდა ლავრის, დოდოს რქის და ნათლისმცემლის მონასტრები.
  XIV და XV საუკუნეთა მიჯნაზე თემურ ლენგმა ცეცხლითა და მახვილით დაარბია საქართველო. ქვეყნის დაცემა, ბუნებრივია, დავით გარეჯის მონასტერსაც შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროს შეწყდა მონასტრის სამხატვრო სკოლის არსებობაც.
  1615 წელს შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს.
XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას დავით-გარეჯში. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე) დაინიშნა. მისი ორმოცი წლის მოღვაწეობის შედეგად გარეჯის მონასტერს დაუბრუნდა დაკარგული მიწები, აიგო გალავნები, კარიბჭე და სატრაპეზოები.
XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.
   წყარო: - http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/gareji/gareji.htm

Sunday, 10 November 2013

ყორუღის აღკვეთილი


  1965წელს შეიქმნა ყორუღის სახელმწიფო სატყეო–სამონადირეო მეურნეობა, რომელსაც 1996წელს აღკვეთილი ეწოდა. ყორუღის აღკვეთილი (2068ჰა) კახეთში საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს.
  აღკვეთილიდან ახლოს აღმოჩენილია ენეოლითი–ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, გათხრილია შუა ბრინჯაოს ხანის ეპოქის სამარხები, ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები.
  ყორუღთან მდებარე ისტორიულ ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდავოდ დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ასურეთიდან ჩამოსული მისიონრის დავით გარეჯელის დაარსებულ მონასტერში საუკუნეების მანძილზე არ წყდებოდა სასულიერო ცხოვრება (თუ არ ჩავთვლით საბჭოთა პერიოდის სამოცდაათწლიან წყვეტილს). საუკუნეების მანძილზე დავით–გარეჯის გარშემო უსიცოცხლო და უწყლო ივრის ზეგანზე მრავალი დიდი და პატარა მონასტერი გაჩნდა, ხოლო ეს ადგილები საქართველოს სულიერების კერად, მწიგნობრების და კედლის მოხატულობის ცენტრად იქცა. დავით–გარეჯის მინასტრებიდან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი–ბერთუბანი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლავრა,უდაბნო, ნათლისმცემელი,ვერანგრეჯი, ჩიჩხიტური, დოდოს რქა, თეთრი სენაკები. ეს დიდი სამონასტრო კომპლექსში შემავალი, შესანიშნავ პეიზაჟებში ჰარმონიულად  ძეგლები, რომლებიც მრავლად იზიდავს დამთვალიერელებს და მორწმუნეებს.
  აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიისმოსახლეობის ძირითადი ნაწილი შეადგენენ აზერბაიჯანელები, რომლებიც ქვემო ქართლში რამდენიმე საუკუნეა სახლობენ. აზერბაიჯანელები მშრომელ და გამრჯე ხალხად არიან ცნობილი. მისევენ მებოსტნეობას და მესაქონლეობას. საინტერესოა მათი ყოფა და მუსულმანური დღესასწაულები.
  ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მაშინდელმა მთავრობამ ქვემო ქართლსა და კახეთში სვანეთიდან დიდთოვლობუთ დაზარალებული ოჯახებისთვის სახლების აშენება და მათი მთებიდან მასიური ჩამოსახლება დაიწყო. ყორუღის აღკვეთილის სიახლოვეს დღეს რამდენიმე სვანური სოფელი არსებობს. სვანებმა ქვემო ქართლში თან მოიტანეს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ყოფა და ტრედიციული რიტუალები. ქვემო ქართლში დღესაც აღინიშნება ბარბარობა, ლიფანალი, ლამპაობა და სხვა სვანური დღესასწაულები. სვანებიც ძირითადად მესაქონლეობას და მებოსტნეობას მისდევენ.
  ყორუღის აღკვეთილი გეოლოგიურად ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის და მოიცავს მისი აღმოსავლეთი დაძირვის მოლასურ ზონას. აგებულია ძირითადად შუა მიოცენის (თარხანი, ჩოკრაკი, კარაგანი, კონკი) ზღვიური მოლასური ნალექებით, რომლებიც აქ წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებით, ზოგჯერ ბაზალური კონგლომერატებით, მერგელბით, ოოლითური და კირქვებით. სასარგებლო წიაღისეული საბადოები აღკვეთილის ტერიტორიაზე ცნობილი არ არის.
    ყორუღის აღკვეთილში მდ. იორის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი. მისი შექმნილი ძირითადი ხე–მცენარეებია: მაღალი ტირიფი, ხვალი ანუ ჭალის ვერხვი ოფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალია მუხა და ზოგიერთი სხვა. ქვეტყეში იზრდება ძეძვი, ქაცვი, ქართული კოწახური, ჭალა–ფშატა და სხვ. ჩვეულებრივი ლიანები: აღმოსავლული კატაბარდა, ეკალღიჭი, ღვედკეცი და სხვ. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა, ძირითადად უროიანები ესაზღვრება.
  აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგადაა განვითარებული კულტურული, სამანქანო–სათავგადასავლო და საფეხოსნო ტურები და ტურიზმის ეს სამივე სახეობა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას უკავშირდება.
  რეგიონს გააჩნია პოტენციალი ეკოლოგიური, ბოტანიკური, ფრინველებისა და ცხოველებზე დაკვირვების ტურიზმის განსავითარებლად.
   ღამის გათევის უზრუნველყოფა შესაძლებელია სასტუმრო სახლში ან საბანკო ადგილას დაკრძალის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. აღკვეთილის საიხლოვეს არსებობს დაბალი ხარისხის კაფე–რესტორნები

 წყარო: რედაქტორები: არჩილ ქიქოძე, რამაზ გოხელაშვილი, წიგნის სახელოსნო, თბილისი. 2007წელი

იორის აღკვეთილი

                              
   
   1965 წელს შეიქმნა იორის სატყეო მეურრნეობა,რომლის ბაზაზე სასარგებლო,სანადირო ფაუნის გამრავლებისა და განსახლების მიზნიტ 1996 წელს დაარსდა იორის აღკვეთილი. აღკვეთილსი ფართობი 1336 ჰექტარია. ის თბილისიდან 140 კმ არის დაშორებული.
  აღკვეთილის სიახლოვეს შუა საუკუნეების ორი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს: მეთორმეტე საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი,რომელშიც დღესაც მოქმედია და გიორგიწმინდის იმავე პერიოდის ეკლესია.
  ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა მისდევს მეღვინეობას. განვითარებულია აგრეთვე მეხილეობა, მებოსტნეობა, მესაქონლეობა და მეფუტკრეობა. საგარეჯოს რაიონი, ისევე როგორც მთლიანად კახეთი, გასაოცარი მრავალხმიანი სიმღერებითაა განთქმული.
  ამ ხარისთვის ზომიერად თბილი, საკმაოდ ცხელზაფხულიანი კონტინენტური სტებების ჰავაა დამახასიათებელი. საშვალო წლიური ტემპერატურა 11,9გრადუსია.

  იორის აღკვეთილი მდინარე იორის დაბლობზე მდებარეობს და გორაკებითა და მცირე ქედებითაა შემოსაზღვრული. ტერიტორია უამრავი მშრალი ხევითაა დასერილი. შემაღლებული ადგილების სიმაღლე ზღვის დონიდან 150–დან 500 მეტრამდე მერყეობს.აქაური არაერთგვაროვანი ნიადაგები წარმოშობის, განვითარების და ფიზიკურ–ქიმიური შემადგენლობით ალუვიურ და ნეშომპალა კარბონატური ტიპის ნიადაგებს მიეკუთვნება.
  აღკვეთილის ტერიტორიაზე ჰიდროლოგიურ ქსელს მდინარე იორი და მისი შენაკადი–პატარა მდინარე ოლე ქმნის. იორის კალაპოტი კლაკნილია, ფსკერი–ქვიანი. მდინარე მდორედ მიედინება და აღკვეთილის ფარგლებში 10 ჰექტორის ფართობის დაჭაობებულ ტერიტორიას ქმნის.
  რაიონის გეოლოგიურ აგებულობაში მონაწილეობენ ნეოგენისა და მეოთხეული ასაკის ნალექები. მათ შორის ყველაზე ძველია შუა მიოცენი–საყარეულოს ჰორიზონტი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია მძლავრი კვრცარკოზული ქვიშებით, თიხებისა და მიკროკონგლომერატების შუა შრეებით. შემდეგ მოდის კოწახურის ჰორიზონტი–წარმოადგენილი არაკარბონატული, თხელშრეებრივი თიხებით. ამ წყებას თანხმობით  მოსდევს თარხან–ჩოკრაკის ჰორიზონტი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია მცირედ კარბონატული, მუქი რუხი, შოკოლადისფერი, თხელშრეებრივი თიხებით და ქვიშაქვების შუაშრეებით. აღწერილ წყებას თანხმობით მოსდევს კონკისა და კარაგანის ჰორიზონტი, წარმოდგენილი ღია რუხი და რუხი ფერის შრეებრივი თიხებით. წყებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  შრეებრივ ქვიშაქვებს. კონკისა და კარაგანის წყებას მოსდევს ქვედა და შუა სარმატული ჰორიზონტები, ძირითადად წარმოდგენილი ღია მომწვანო, რუხი და მოყვითალო ფერის თიხებისა და მერგელების, ასევე ქვიშაქვების მორიგეობით. რაიონში ცნობილია სააგურე და საკრამიტე ნედლეულის მრავალი საბადო.
  იორის აღკვეთილის ფლორა ძირითადად წარმოდგენილია ქალის  ტყით, რომელიც ძალზედ არის გამეჩხერებული. ამ ტყეს ძირითადად ხვალო და ოფი ქმნიან. უფრო დაბალი სიხშირით გვხვდება ფშატა ტირიფი, წნორი, ცრუაკაცია და პატარა თელადუმა. ამ ხე–მცენარეთა უმეტესობა დაკნინებულია და მნიშვნელოვან ფართობზე კორომებს ვერ ქმნის. იორის აღკვეთილში ასევე გავრცელებულია ჭალაფშატა, იალღუნი და მაყვალი. ამ ადგილებში, სადაც იორი მცირე ჭაობებს ქმნის, გვხვდება ჭაობის მცენარეთა დაჯგუფებები და ჭაობისთვის დამახასიატებელი ბუჩქნარები.
  აღკვეთილის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი ჭალაში, საკმაო რაოდენობით ბუდობენ ქედანი, გვრიტი, შაშვი, მრავალი სახეობის პატარა ფრინველები. ფერდობებზე ბევრი კაკაბი, რომელთა კაკანი აღკვეთილში ყოფნისას გამოდმებით ისმის. მცირე რაოდენობით გავრცელებულია ხოხობიც. დურაჯთან შეხვედრა კი ძლზე დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
  ქვეწარმავალებიდან ივრის აღკვეთილში ქართული ხვლიკი, ხმელთაშუა ზღვის კუ და გიურზა გვხვდება.
  მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აღკვეთილის ბინადარი მელა, ტურა, კურდღელი, ლელიანის კატა, მგელი და გარეული ღორი არიან.
 იორის აღკვეთილში მიმდებარე ტერიტორიაზე სუსტადაა განვითარებული კულტურული და ღვინის ტირიზმი. მომავალში ეკოლოგიურ, ეთნოლოგიური ფრინველებზე დაკვირვების ტურებს ამ ტერიტორიაზე საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს.
  აღკვეთილის სიახლოვეს ნაკრძალის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შესაძლოა ბანკის მოწყობა. ასევე შესაძლებელია ღამის გათევა მახლობელ სოფლებში, რისი ორგანიზებაც წინასწარი შეთანხმებებით ან ტურისტური სააგენტოს მეშვეობით მოხდება.
 
  წყარო:  რედაქტორები: არჩილ ქიქოძე, რამაზ გოხელაშვილი, წიგნის სახელოსნო, თბილისი. 2007წელი

მარიამჯვრის ნაკრძალი

   
  მარიამჯვრის ნაკრძალი მდებარეობს ცივგომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე. საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკის სიახლოვეს  (1040 ჰა)
   ნაკრძალიდან ისევე როგორც ცივგომბორის ქედიდან გარე კახეთის თვალწარმტაცი ხედი იშლება და კარგად მოჩანს მდინარე ივრის წყლით მორწყული ვენახები და ყანები. ნაკრძალის მახლობელ ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე მნისვნელოვანი ძეგლი, რომელტა შორისაა მე–12 საუკუნის ნინო წმინდის სამოონასტრო კომპლექსი,ამავე საუკუნის გიორგიწმინდის ეკლესია და საქართველოსთვის უნიკალური გურჯაანის ორგუმბათოვანი ბაზილიკა. სოფელ მარიამჯვარსა და ნაკრძალთან ახლოს მდებარე სოფლებში ჩამორჩენილია მკვიდრად ნაშენი ხალხური ტიპის ქვის სახლები, ძველი მარნები და სანეურნეო ნაგებობათა ნიმუშები.
   1959 წელს მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნის მთავარ მიზანს კავკასიური რელიქტის, კავკასიური ფიჭვის კერის დაცვა–შენახვა და მასზე მეცნიერული კვლევის წარმოება იყო.
   მაკრძალის,რომელიც ერთი მხრივ სასოფლო სავრგულებს,სხვა მხრიდან კი,საგარეჯოს სატყეო მეურნეობას და ცივის მთების სამთო საძოვრებს ესზღვრება,სიმაღლე 700–800 მეტრს, ადგილებში კი 1300–1400 მეტრს აღწევს. აქაური კლიმატი ერთფეროვანი არ არის. ნაკრძალის ქვედა ზონა ზომიერად თბილი ჰავით, საშუალო ზონა ზომიერი ჰავით, ხოლო ზედა ზონა ცივი ჰავიტ ხასიათდება. მთლიანად ნაკრძალი ტყის ზომიერად გრილ კლიმატურ რაიონს წარმოადგენს. ნალექების წლიური რაოდენობა ნაკრძალში 744 მეტრია. აქ ვერ შეხვდებით მდინარეებს, წყაროებიც კი ძალზე იშვიათია.
   აქაური ნიადაგები ძირითადად თიხნარების, მერგლების და ქვიშნარ–ორლოგოცებისაგნ შედგება.
  მარიამჯვრის ნაკრძალის 90‰ ტყითაა დაფარული. ფიჭვნარები გვხვდება ცივ–გომბორის ქედის როგორც სამხრეთ,ასევე ჩრდილოეთ კალთებზე. ნაკრძალში არსებობს როგორც სუფთა ფიჭვის კორომები,ასევე ფოთლოვან მცენარეთა ნარევი ტყეებიც. ფოთლოვანი ტყე ძირითადად წიფლით, მუხით და რცხილითაა წარმოდგენილი. ალაგ–ალაგ გვხვდება მურყნარები. ქვე ტყეში შინდი, ზღმარტლი,კუნელი,თხილი და მაყვალი სჭარბობს. სულ ნაკრძალში 50მდე სახეობის ხე და ბუჩქია გავრცელებული. 34 სახეობა გვხვდება ფრინველის: სკვინჩა,შაშვი,ღობემძვრალა,გუგული,,ძერა,ტყის ბუ,მწვანე კოდალა,მიმინო სა სხვ.
 ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალის ბინადარნი არიან: ტყის კვერნა,ტყის კატა,მაჩვი,მელა,კურდღელი,,კავკასიური ციყვი,შველი და დათვი.
  თავად ნაკრძალს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს  საცხენოსნო,ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოსაწყობად.



წყარო: რედაქტორები: არჩილ ქიქოძე, რამაზ გოხელაშვილი, წიგნის სახელოსნო, თბილისი. 2007წელი

"თვალთავის წმინდა გიორგი"

   თვალთავის წმინდა გიორგის შესახებ ინტერვიუ ავიღე მისი მომვლელი ქალბატონი ლილი თათრიშვილისგან, მან მიამბო: „საგარეჯოს წმინდა გიორგი მე–6 საუკუნის ძეგლია,ის არის სალოცავი და სახელად თვალთავი ჰქვია,მისი დაარსება უკავშირდება ხალხს, მაგრამ არ მოგვეპოვება ცნობები ძირითადად ვის მიეკუთვნება მისი აშენება.
–რა სასწაულები მომხდარა წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით?

–წმინდა გიორგი ძალიანია და იგი უამრავ სასწაულებს ახდენს,ერთ–ერთი ყველაზე საოცარი სასწაული,რომელსაც მე შევესწარი ის იყო,რომ აქ ახალგაზრდა ქალი და კაცი ხშირად მოდიოდნენ სალოცავად,მათ ვაჟი არ ჰყავდათ,მხოლოდ 4 ქალიშვილი და წმინდა გიორგს ევედრებოდნენ ვაჟის ყოლას,როდესაც ეს მე მათ მითხრეს,თითქოს ხმა ჩამესმა და წყვილს ინსტიქტურად ვუთხარი „ნუ გეშინიათ შვილებო ღმერთი ორ ვაჟს მოგცემთმეთქი“ და მოხდა სასწაული,მათ დღეს ორი ვაჟი ჰყავთ,ერთ–ერთს წმინდანის სახელიც ჰქვია.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია

  ქ. საგარეჯოს ზემოუბანში მდებარეობს პატარა ეკლესია,რომლის გვერდით განლაგებულია საფლავის ქვები. სწორედ ეს ქვები წარმოადგენს საგარეჯოს ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ ძეგლს,რომელიც განეკუთვნება მე–7,მე–8 სს. ეს ეკლესია მოწმეა იმ ტრაგიკული მოვლენების, რაც საგარეჯომ განიცადა წინა საუკუნეებში. ეს ეკლესია მე–17ს–ში შაჰ–აბასის ველურმა ურდოებმა  გაანადგურეს, მაგრამ იგი აღადგინეს მე–18ს–ში აზნაურმა ჯაბადარებმა,ამიტომ ამ ეკლესიას ჯაბადარების საგვარეულო ეკლესიასაც უწოდებენ.                                                                                                           
  პატარა ეკლესიის გვერდით აშენებულია ფართო მოცულობის ეკლესია,რომლის აშენება სავარაუდოა 19ის შუა წლებში. მას შემდეგ, რაც ჯაბადარების პატარა ეკლესია ვეღარ აკმაყოფილებდა საგარეჯოს ზემოუბნის მრევლს, საგარეჯოს მაშინდელ დიარბეგს სპირიდონ ჯაბადარს გადაუწყვეტია ახალი ეკლესიის აშენება.  მას თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის მიუმართავს საქართველოს ეგზარქოსისათვის,რომლის დახმარებითაც შეუდგენიათ მშენებლობის პროექტი და საქმესაც მალე შესდგომიან. მშენებლობა 2 წელს გაგრძელდა და იგი უკურთხევიათ 1843 წელს. ეკლესიის ირგვლივ ამჟამად გაუქმებული სასაფლაოა.პატარა ეკლესიასი ორი მიცვალებულია დასაფლავებული. ესენი არიან: ახალი ეკლესიის არმშენებელი, გარე კახეთის დიამბეგი სპირიდონ იოანეს ძე ჯაბადარი (1810–1903) და მისი მეუღლე მინადორა სოლომონის ასული ჯაბადარი (1819–1897). როგორც საფლავის ეპიტაფიები გვაუწყებენ ცოლ–ქმარს საკმაოდ დიდხანს უცხოვრიათ. საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესია სხვადასხვა დაწესებულებად გადაკეთდა. მისი დაბრუნება საპატრიარქომ მხოლოდ 1988 წელს მოახერხა.
                                     

„წმინდა დოდოს“ სახელობის ეკლესია

 
საგარეჯოს კიდევ ერთი ულამაზესი ეკლესია ამშვენებს. იგი მე–12ს–ში დავით გარეჯის  უდაბნოს წმინდა ბერის დოდოს ინიციატივითაა და მატერიალური სახსრებით აშენდა. იგი დოდოს უბანში რუსთაველის ქუჩაზე დგას. დავით გარეჯის დოდორქის მონასტერს,რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსების ერთ–ერთი დიდი განშტოება იყო გარე–კახეთში, კერძოდ სოფელ თვალზე დიდძალ მამულებსა და ყმებს ფლობდა,საიდან მოზრდილ შემოსავალსაც იღებდა. წმინდა დოდოს სახელზე აშენებულმა ეკლესიამ მრავალჯერ განიცადა ნგრევა მტერთა ურიცხვი შემოსევების გამო,მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გახდა შესაძლებელი ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ეკლესია აეშენებინათ. ეს ასეც მოხდა და ტაძრის ახლანდელი ნაგებობა თავისი სამშენებლო სტილის მიხედვით მე–19 ს–ის 30–40იან წლებში უნდა აშენებულიყო. ეკლესია ერთთავიან ბაზილიკას წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობას უშლიდნენ ეკლესიაში სიარულს და ლოცვას. ერთ–ერთმა  კოლმეურნეობის თავჯდომარემ დოდოს ეკლესიიდან ხატები გამოიტანა და მოსახლეობის წინ შესდგა ფეხით,ამ ადამიანს შთამომავლობა არ ეღირსა.დოდოს ეკლესიას მხოლოდ 70–იან წლებში მოეშვნენ და საპატრიარქოს ნება დართეს ეკლესიას ჩატარებოდა საფუძვლიანი რემონტი. წმინდა დოდოს სახელობის ეკლესია წარმოადგენს ქ.საგარეჯოს მოქმედ ეკლესიას. 

პეტრე–პავლეს ეკლესია

    დავით გარეჯის მონასტრებს სოფელ თვალზე ეკუთვნოდათ დიდძალი – მამულები,საიდანაც მონასტრის ბერები საზრდოობდნენ. ამიტომ მონასტრის წინამძღვარები ყოველნაირად ცდილობდნენ ზრუნვა არ მოეკლოთ თავისი მამულებისათვის და მრევლისთვის. მე–17,მე–18 საუკუნეთა მიჯნაზე დავით–გარეჯის მონასტრებმა თავისი აღმავლობის უკანასკნელ ზენიტს მიაღწიეს,ამაში დიდი წვლილი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს მიუძღვით. ერთ–ერთი ასეთი მათგანი იყო ონოფრე მაჭუტაძე (1690–1733). მე–18 ს–ის დასაწყისისათვის სოფელი „თვალი“ საკმაოდ მომრავლებულ სოფელს წარმოადგენდა, მაგრამ ერთი წესიერი სალოცავი არ გააჩნდათ,ამიტომ ონოფრე მაჭუტაძემ მიზნად დაისახა საგარეჯოს ზვრების შემოსავლიდან მიღებული სახსრების ნაწილი მშვენიერი ეკლესიის მშენებლობისთვის მოეხმარებინა. იგი შეუთანხმდა მაშინდელი კახეთის გამგებლის დავით 2 იმამყული–ხანს (1703–1722) (იგი ერეკლე 1 ნაზარა ლიხანუს შვილი იყო) თვალზე ეკლესიის აშენების შესახებ,ადგილიც შესაფერისი აირჩია. ამ ბორცვს ადგილობრივი მკვიდრნი „ნადარბაზევს“ უწოდებდნენ, მის შესახებ ლეგენდაც კი არსებობს. აქ ოდესღაც თამარ მეფეს გადმოუხედია სოფელ თვალის თვალწარმტაც, ბაღ–ვენახებში ჩაფლულ მიდამოსათვის, აღტაცებაში მოსულა და მისი დავალებით ამ გორაკზე სასტუმრო–დარბაზი აუშენებიათ. ონოფრეს მშენებლობის დაწყებამდე ნათლისმცემლის ეკლესიაში  ბერად აღკვეცილი სულხან–საბა ორბელიანიც ჩამოუყვანია,რომელსაც დასტური მიუცია,ბარემ ისეთი ეკლესია ააშენე, რომ გარეჯის სკოლის და გარეჯის წიგნსაცავის ფილიალი მოეთავსებინათ აქ ონოფრე მაჭუტაძეს  ერთ თავის გუჯარში,რომელიც დათარიღებულია 1712 წლით,ჩამოთვლის რა თავის ნამოღვაწარს გარე–კახეთში, მათ შორის ადასტურებს სოფელ თვალზე ეკლესიის აშენებასაც: „რადგან თვალზე ორი ზვარი და ორი მარანი დიდის გარჯით ნაშოვნი აშენებული დამიგდია... და ნადარბაზევზე საყდარი ამიშენებია წმინდის პეტრესი და პავლეს სახელზე, ხატითა, ჯვრითა,წიგნებითა  და სამოსლებით გამიმაგრებია...“ ეკლესიის მშენებლონა დაწყებულა 1710 წელს და დამთავრებულა 1712 წელს. ეკლესიის მშენებლობისათვის ონოფრეს ქვის მთლელები და მეჩუქურთმეები საბერძნეთიდან ჩამოუყვანია. პეტრე–პავლეს ეკლესიაში ყოველ–წლიურად იმართებოდა ქრისტიანული დღესასწაული „პეტრე–პავლობა“.

კულტურული ძეგლები...

  საგარეჯოს რაიონს მნიშვნელოვანი კულტურულ–ისტორიული ძეგლები აქვს, როგორებიცაა: „თვალთავის წმინდა გიორგი“, „პეტრე–პავლეს ეკლესია“, „ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია“, „დოდოს ეკლესია“, „წმინდა შიო“, "დავით–გარეჯი", უჯარმის ციხე, მანავის ციხე,სოფელ ნინოწმინდაში წმინდა ნინოს ეკლესია და სხვ.

ალექსანდრე ცხვედაძე

 ალექსანდრე ცხვედაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საგარეჯოს განვითარებაზე,მან დიდი ამაგი დასდო ჩვენი ქალაქზე...

  ალექსანდრე ცხვედაძე იმ მოწინავე ქართულ ოჯახს ეკუთვნოდა,რომელმაც საქართველოს მისცა დიდი ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ნიკო ცხვედაძე(ძმა ლექსანდრე ცხვედაძის). როცა საქართველოში ძალუმად იმძლავრა ეროვნულ–განმათავისუფლებელმა ბრძოლამ,ალექსანდრე ცხვედაძე  ამ დროშის ქვეშ დადგა და თავის სამოღვაწეო ასპარეზად ილია ჭავჭავაძის დავალებით გარე კახეთი გადარჩინა.          მაშინდელი საგარეჯო და გარე კახეთი ერთ–ერთ ცამორჩენილ პროვინციას წარმოადგენდა ,სადაც ცარისტული კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგად მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი უსამართლობას, მატერიალურ ხელმოკლეობას,უმეცრებას,სიბეჩავეს. გლეხები ჩარჩვაჭრებისა და მევენახეების კაბალაში იყვნენ მოქცეულნი. ხსნა და შველა არსაიდან ჩანდა და როცა მათი ხსნის იმედი მთლად მიწურული იყო,სწორედ მაშინ,როგორც ღმერთი ალექსანდრე ცხვედაძე მოევლინა საგარეჯოელებს. მაინც ვინ იყო ან საიდან გამოჩნდა იგი?
  დაიბადა 1848 წელს ქართლში,სოფელ კავთისხევში,სოფლის მღვდელის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე აქტიურად ჩაება საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში და რასაც ხელი მოჰკიდა,ყველგან შესანიშნავი უნარი გამოაჩინა.
  როგორც საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი და დრამატურგი ირემია გულისაშვილი იხსენებდა „... იგი მოვიდა საგარეჯოში 1874 წელს, სადაც გახსნა პირველი დაწყებითი სასწავლებელი. მალე ქლექსანდრემ თავისი მომხიბლავი პიროვნებით,ტაქტით მთელი გარე კახეთი დაიჭირა ხელში“ (საქართველოს განათლების მუშაკი“ 1926წ ნომერი 2, გვ 17)

   საგარეჯოში ალექსანდრე ცხვედაძის ჩამოსვლით დაიწყო ამ მიყრუებული სოფლის აღორძინება. სოფლის ცენტრში,რომელსაც „ბაზარს“ ეძახდნენ  ხალხისავე ფულით და შრომითი მონაწილეობით აშენდა დაწყებითი სკოლა,სადაც 1875 წელს ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნა სახალხო განათლების სამინისტროს ორგანყოფილებიანი სასწავლებელი.
  ალექსანდრე რომ მომავალი თაობის გულისხმიერი აღმზრდელი ყოფილა ამის შესახებ წერენ,როგორც იმდროინდელი პრესა,ასევე მისი ყოფილი მოსწავლეები და თანამედროვენი. იგი გამოირჩეოდა შესანიშნავი პედაგოგიური ტაქტითა და ბავშვებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით.
   ალექსანდრე ცხვედაძე მარტო თავის პროფესიულ ნაჭუჭში არ ყოფილა გამომწყვდეული. იგი იყო დიდი დიაპაზონის მოღვაწე–მამულიშვილი ,რომელიც ყოველი ღონისძიებით ცდილობდა ხალხში ეროვნული იდეების,კულტურის შეტანას,ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ამ მიზნით მან დაარსა 1876 წელს სცენისმოყვარულთა დასი და საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახალხო თეატრს. იმისატვის რადგან გლეხები ეხსნა ჩარჩვაჭრებისგან,მან 1875 წელს საგარეჯოში დაარსა სასოფლო ბანკი,რომელიც პირველი იყო საქართველოში. იმისათვის რომ გლეხთ პირობები გაეუმჯობესებინა სასურსათო საქონლით და პირველი მოთხოვნილებების  საგნებით,1877 წელს დაარსა სამომხმარებლო კოოპერატივი (დეპო). ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვათ რომ საგარეჯო ითვლებოდა საქართველოში კოოპერაციული მოძრაობის პიონერად და მხოლოდ ჩვებს შემდეგ,1878 წელს იქმნება კოოპერაციული საზოგადოებები თბილისსა და თიანეთში.
   ალექსანდრე ცხვედაძემ დაარსა  1878 წელს წიგნთსაცავ–სამკითხველო,რომელიც ასევე პირველი მცდელობა იყო მთელს საქართველოში მსგავსი კულტურულ–საგანმანათლებლო  დაწესებულების დაარსებისა.
   იმდროინდელ საგარეჯოს სოფლებში და საგარეჯოში ხალხის დიდი მტერი იყო სხვადასხვა დაავადებები,ამიტომ ალექსანდრემ გადაწყვიტა, რაც არ უნდა დაჯდომოდა  საგარეჯოში სამკურნალო დაწესებულება მოეწყო,ექიმი მოეწვია. ეს მიზამიც სისრულეში მოიყვანა და 1877 წლიდან ექიმად მოიწვია ცნობილი საზოგადო მორვაწე და გამოცდილი მკურბალი ნიკო ხუდადოვი,რომელიც 3 წელს დარჩა საგარეჯოშ და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა მოსახლეობაში.
  ალექსამდრე ცხვედაძემ ბევრი კარგი საზოგადო საქმე წამოიწყო,საფუძველი ჩუყარა სკოლის ახაკი შენობის მშენებლობას 9ახლანდელი ნომერ 2 საჯარო სკოლის ადგილას) მაგრამ მის შემდგომ მიზნებს აღსრულება აღარ ეწერა– 1889 წელს ეპილეფსიით გარდაიცვალა სოფელ იყალთოში.
  იგი დაკრძალეს წმინდა ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში,მადლიერი  საგარეჯოელები თავისი ხსოვნით ყოველთვის პატივს მიაგებდნენ ამაგდარ მოღვაწეს,მაგრამ 30 წლიანი სისხლიანი რეპრესიების მესვეურნი მის საფლავასაც შეეხნენ, ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილძე ააშენეს ჩეკას შენობა (ახლანდელი პიონერთა და მოსწავლეთა სახლი) და საფლავის აღება უბრძანებიათ. სავარაუდოდ მისი საფლავი მოხვედრილია საბავშვო ბაღის და პიონერთა სახლის ღობის ადგილას. როდესაც ვიხსნებთ ღირსეულ მამულიშვილებს,არ შეიძლება დიდი პატივით არ გავიხსენოთ ალექსანდრე ცხვედაძე,რომელმაც ამდენი ამაგი დადო საგარეჯოსა და საგარეჯოელებზე, დათესა სიკეთის თესლი,რომელზეც ასე ძალუმად ღმოცენდა მრავალი კულტურულ–საგანმანათლებლო თუ სავაჩრო–საკრედიტო დაწესებულებები.



წყარო:  გაზეთი „განთიადი“ 1989წ, ნომერი151 (გვ 1–2)

საგარეჯოს გამოჩენილი ადამიანები...

  გიორგი ლეონიძე, გრიგოლ ბაგრატიონ–მუხრანელი,დიმიტრი ბაქრაძე,თამარ ბაქრაძე,ზაქარია ბილანიშვილი,გურამ გედეხაური,არჩილ გულისაშვილი,ვასილ გულისაშვილი,იერემია გულისაშვილი,სოლომონ გულისაშვილი,ლევან თედიაშვილი,ალექსანდრე იმედაშვილი,გაიოზ იმედაშვილი,იოსებ იმედაშვილი,კობა იმედაშვილი,რევაზ ინანიშვილი,ნოდარ მგალობლიშვილი,მედეა მეზვრიშვილი,არსენ მეკოკიშვილი,იოსებ მჭედლიშვილი, გიორგი გუგა ნახუცრიშვილი,დავით ნახუცრიშვილი,შალვა ნახუცრიშვილი,მიხეილ ქვლივიძე,ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი, გრიგოლ გიგო ქურდიანი,არჩილ ქურდიანი, გიორგი გია ქურდიანი,ელიზბარ ქურდიანი,ზაქარია ქურდიანი,ირაკლი ქურდიანი,სოლომონ ქურდიანი,მიხა ქურხული,გივი ყანდარელი,ზაქარია ყანჩაველი,ლევან ყანჩაველი,გივი ყვარელაშვილი,დავით ყვარელაშვილი,მიხეილ ყვარელაშვილი,ვასილ ყუშიტაშვილი,მიხეილ ჭიაურელი,სოფიკო ჭიაურელი,გიორგი ჯაბადარი,ერეკლე ჯაბადარი,გიორგი ჯავახიშვილი,თეიმურაზ ჯანგულაშვილი...

წყარო: ოთარ ნაცარაშვილი, „გამოჩენილი ადამიანები“ 2001წ

Wednesday, 6 November 2013

საიდან წარმოიშვა საგარეჯოს სახელწოდება?

 საგარეჯოს ისტორიაში ერთ, მეტად საინტერესო და ჯერ კიდევ გაურკვეველ საკითчს წარმოადგენს, თუ რატომ ეწოდებოდა ძველ ისტორიულ საუკუნეში საგარეჯოს „თვალი–საგარეჯო“. ამ საკითხთან  დაკავშირებით საგარეჯოს გაზეთის განთიადის 1962წლის 13 აპრილს ნომერში გამოქვეყნდა პროფესორ იასე ცინცაძის წერილი სათაურით – „თვალ–საგარეჯოს“ ისტორიას, მაგრამ ჩვენი აზრით, პატივცემული პროფესორი უნდა ცდებოდეს, რადგან ძველ საეკლესიო საბუთებში საგარეჯო იხსენიება არა როგორც „თვალი–საგარეჯო“, არამედ „თვალ–საგარეჯო“–დ. თვალს ჩამოცილებული აქვს სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი და მარტო ფუძით „თვალ“–ითაა წარმოდგენილი. ამავე დროს, როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, არავითარი სინტაქსური კანონზომიერება არ ირღვევა, რომ ცნება „თვალ–საგარეჯო“ ამ ორი სიტყვის მხოლოდ ამგვარი კონსტრუქციით წარმოვიდგინოთ.
  ცნობილია, რომ სახელწოდება საგარეჯო ერთ ასურელი „ათცამეტთაგანი მამის“ დავითის მიერ მე–6–ს–ში დაარსებულ უდაბნოს მონასტრის სახელთან გარეჯთანაა დაკავშირებული „სა“ პრეფექსი და „ო“ სუფიქსი ამის მაჩვენებელია. ვახუშტი ბატონიშვილით დაზუსტდა „ამან მოიგო სახელი, ოდეს შესწირეს გარეჯის უდაბნოს დაბები ესე, უწოდეს „საგარეჯო““ (ვახუშტი „საქართველოს გეოგრაფია“ 1941წ გვ90)
  რატომ იწოდებოდა საგარეჯო წინათ ცნება „თვალთან“ ერთად გამოსარკვევი. 
  პროფესორ ცინცაძ თავის ზემოთქმულ წერილში საკითხს აყენებს, თუ რას  ძველ ქართულში „თვალი“. მკვლევარი იმოწმებს დიდი ქართული ლექსიკოქრაფიის სულხან–საბა ორბელიანის განმარტებას–„თვალად ითქმის წყაროთა გამოსადინებელი“ და ამით ასკვნის, რომ „ამ განმარტების შემდეგ „თვალ–საგარეჯო“ გაგებული უნდა იქნეს, როგორც გარეჯის მონასტრის კუთვნილი წყაროს თავი“–ო (გაზეთი „განათლება“ 1962წ ნომერ44(2283)) აქვე პროფესორი ცინცაძე თავის წერილში აღნიშნავს, რომ „თვალი“ დღევანდელი საგარეჯოს დამამშვენებელი წყაროს აღმნიშვნელი სიტყვა ყოფილაო,– მაგრამ ძნელი წარმოსადგენელი ძველ ოფიციარულ დოკუმენტებში, რომელითაც მხოლოდ ქართული ხასიათი ჰქონდა „თვალი“ საგარეჯოს ეპითეტი მნიშვნელობით ეხმარათ.
  „თვალი“ თავისი ძველქართული მნიშვნელობით საგარეჯოს სახელწოდწბას ისტორიაში ნამდვილად, რომ წყაროსთანაა დაკავშირებული სულხან–საბა განმარტავს გარდა საგარეჯოს ტიმონიკაცია გვიდასტურებს. ჩვენ დღესაც გვესმის არაერთი გამონათქვამა „თვალთხევი“, „თვალთავის წმინდა გიორგი“.პირველი გაგებული უნდა იქნეს,როგორც წყაროთა ხევი,ხოლო მეორე,როგორც წყაროს სათავის ანუ წყაროსთვის წმინდა გიორგი. ალბათ ბევრისთვისაა ცნობილი, რომ „თვალთავის წმინდა გიორგი“, მართლაც იმ ადგილზეა აგებული, სადაც საგარეჯოს განტქმული წყაროს სათავე მდებარეობს. აქედან უნდა დავასკვნათ რომ „თვალი“ საგარეჯოს უძველეს სახელს წარმოადგენდა,რომელიც საკმაოდ გვიან შეიცვალა სახელწოდებით „საგარეჯო.“ როდიდან ეწოდა მას ეს სახელი,ძნელია ამის თქმა, რადგან საამისოდ დამამტკიცებელი საბუთი არ მოგვეპოვება. თვით ცნება საგარეჯო გაცილებით ძველია, ვიდრე იგი სოფელ „თვალის“ მეორე სახელწოდებად შეიქმნებოდა. მე–6,მე–7 სს–ის მიჯნაზე როცა უდაბნოს სამონასტრო  კოლონიზაცია ინტენსიურად წარიმართა და მამულები გაიმრავლა, ცნება „საგარეჯო“ ამ დროიდან უნდა ვიგულისხმოთ.
 მე–15, მე–16, მე–17, მე–18 სს–ის სიგელ–გუჯრებიდან ირკვევა, რომ უდაბნოს მრავალმთის სავანეები უამრავ მამულებს ფლობდა კახეთში. ამ მონასტრებს მეფეთაგან და დიდებულთაგან შეწირული ასობით ყმის გარდა ეკონომიური შემოსავლის გაზრდილი წყარო ჰქონია მოზრდილი მამულების სახით სოფელ ჟატში.(ს.კაკაბაძე, „ისტორიული საბუთები“, წიგნი 3, 1913წ. გვ 81) მანავში (თ. ჟორდანია, „ქართლ–კახეთის ეკლესიების და მონასტრების საბუთები“ , 1903წ. გვ 132), აკურაში (თ. ჟორდანია, იგივე, გვ.66) კაკაბეთში, გიორგიწმინდაში, თვალში (დღევანდელ საგარეჯოში) და მრავალ სხვა ადგილას. მთელი ეს მამულები,რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული მანძილებით მდებარეობდნენ, ერთი ზოგადი სახელით საგარეჯოს მამულებად იწოდებოდნენ.
       1730–1739 წლების ახლო დროის თეიმურაზ 2–ის  დედის ანას მიერ საგარეჯოს მოურავის დემეტრესადმი გამოგზავნილ წერილში დედოფალი იხსენიებს საგარეჯოებს. „...აწე რადგან ბატონმა საგარეჯოები უდაბნოს შესწირა, რაც რამ მანდაური გამოსავალი იყოს,თუ ამ წინამძღვრების ბარათი არ მოგივიდეს, არავის მისცემთ“– ო – ვითხულობთ დოკუმენტში. ( თ. ჟორდანია,იგივე, გვ.83) ცნება „საგარეჯოები“გაგებული უნდა იქნეს როგორც ექვივალენტური ტერმინი „საგარეჯოს მამულებისა“. მეფე ალექსანდრე 1 (1412–1443), როცა სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ სიგელში წერდა, რომ „ ჩუენ ვითარ გუმართებდა ეგრეთ ჯერ ვიჩინეთ და სანაცვლო მამული დავიჭირეთ და თქუენ საგარეჯო მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ“–ო (თ.ჟორდანია, „ქრონიკები“ 2. 1987წ. გვ 230–232), გულისხმობდა „საგარეჯოში“ არა რომელიმე სოფლის სახელწოდებას არამედ გარეჯის კუთვნილებაში მყოფ მთელ საგარეჯოს მამულებს. ეჭვ გარეშეა რომ საგარეჯოს თავისი ზოგადი სახელის „საგარეჯოს“ წინ „თვალი“ იმიტომ ემატებოდა,რომ გაურკვევლობა არ შექმნილიყო ამა თუ იმ საბუთის შემდგენელს,როცა რომელიმე  ერთ–ერთ საგარეჯოზე ჰქონდა ლაპარაკი,ამით ის აზუსტებდა რომელ საგარეჯოზე ჰქონდა საუბარი.
  ცნება „თვალ–საგარეჯო“ გაგებული უნდა იქნეს არა როგორც ეპითეტი, ანუ წყაროს მიმანიშნებელი საგარეჯოში, არამედ როგორც ამ სოფლის (თვალის) განმასხვავებელი ნიშანი სხვა სოფლებისგან.
  ასეთი კითხვა შეიძლება გაჩნდეს: თუ კი ამდენი საგარეჯო საგარეჯო არსებობდა, რაღა მაინც და მაინც  სოფელმა თვალმა მიიღო ეს სახელწოდება და არა სხვამ? როცა ამ კითხვაზ ეპასუხის გაცემა გვსურს, აუცილებლად უნდა გავიტვალისწინოთ ის ამბავი, რომ ესა თუ ის სოფელი  მამულებითა და ყმებიტ მთლიანად კი არ ეკუტვნოდა გარეჯას, არამედ ნაწილობრივ. მაგალითად, სოფელ  თვალის მამულების დიდი ნაწილი  თუ გარეჯას ჰქონდა შეწირული , მის მცირე ნაწილს ნინოწმინდის ეკლესია განაგებდა. 1733 წლის ახლო დროის საბუთში  ლაპარაკია იმაზე რომ ონოფრე მაჭუტაძეს დავით გარეჯის წინამძღვრად განწესებისას მიჰბარებია პატარძეულიდან 6 ყმა და თვალზე19 კომლი, შემდეგ მას შეუმატებია პატარძეულიდან 2 კომლი, ხოლო თვალზე 17 კომლი ( თ. ჟორდანია,  „ქართლ–კახეთის ეკლესიების და მონასტრების საბუთები“ 1903წ. გვ 91–92) აქედან ცხადი ხდება, რომ სოფელი თვალი, რომილდანაც გარეჯის მონასტერს პროცენტულად ყველაზე მეტი ყმა და მამული ემორჩილებოდა, თვით მე–18 ს–შიც კი, როცა ონოფრე მაჭუტაძე მოღვაწეობდა, ეს სოფელი თავისი  ყველა მცხოვრებლით მთლიანად დამოიკიდებული არ ყოფილა მის მონასტერზე. უნდა ვიფიქროთ რომ შემდეგში სოფელი თვალი თავისი ყველა ყმითა და მტელი მამულებით  გარეჯის მონასტრის გამგებლობაში გადავიდა და საზოგადო სახელი საგარეჯო, რომელიც  მანამდე სხვა სოფელთან შედარებით ტველაზე მეტად მას ეკუთვნოდა, მის საკუტარ სახელწოდებად გადაიქცა, ხოლო თვალმა თანდათან თავისი ფუნქცია დაკარგა და ბოლოს ხმარებიდან გადავიდა. ისე, რომ დღევანდელი საგარეჯოს მცხოვრებნი  1651 წლის მცხეთის ერთ საბუთში თუ „თვალელებად“ იხსენებიან (თ. ჟორდანია, „ქრონიკები“, 3, 1897წ. გვ 466), შემდეგი დროის, კერძოდ 1806 წლის ერთ–ერთ დოკუმენტში უკვე „ გარეჯულებად“ იწოდებიან.

 წყარო: თ. ჟორდანია,„ქართლ–კახეთის ეკლესიების და მონასტრების საბუთები“, 1903წ გვ 179

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა

  ქართველები –23 450 კაცი, აზერბაიჯანელი –23 918 კაცი, აფხაზი –2 კაცი, ბერძენი –18 კაცი, ოსი –100 კაცი, უკრაინელი –4 კაცი, სომეხი –66 კაცი, ქისტი – 1 კაცი, რუსი –215 კაცი, იეზიდი –352 კაცი.

Sunday, 3 November 2013

საგარეჯოს რაიონის ტერიტორიული ორგანოები...

ქალაქი  საგარეჯო, სოფლები:  გომბორი,კოჭბაანი,  უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, წყაროსთავი, ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი, ყანდაურა, ბადიაური, მზისგული, შიბლიანი, იორმუღანლოდუზაგრამა, , ლამბალო, თულარი, სათაფლე,უდაბნო.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა (2012 წლის მონაცემებით) – 64 623 სული
მათ შორის: ქალაქის – 12 430,  სოფლის – 52162;


საგარეჯოზე ზოგადი ინფორმაცია...

                           
  
  საგარეჯოს რაიონი – ადმინისტრაციულ–ტერიტორიული რაიონი აღმოსავლეთ საქართველოში. შედიოდა თბილისის მაზრაში. 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ესაზღვრება აზრბაიჯანს, გარდაბნის,მცხეთის, თიანეთის,ახმეტის და თელავის რაიონებს.
   მდინარე – რიონი
   შავმიწა და და წაბლა ნიადაგი.
   მცენარეული – უროიანი და ვაციწვერიანი სტეპი, ჭალის ვერხვი,ჭალის მუხა, თელა, წნორი, იალღუნი, რცხილა, ნეკერჩხალი, აქა–იქ ფიჭვი და სხვ.
   ცხოველი (გარეული) – მურა დათვი, შველი, მგელი,მელა,თეთრყელა კვერნა,მაჩვი,ტურა,დედოფალა,ზოლებიანი აფთარი,ენოტისებრი ძაღლი და სხვ.
   ფრინველი – კაკაბი, ჩვეულებრივი ხოხობი,მწყერი, გარეული მტრედი,ქორი,შაშვი,ჩხიკვი,კაჭკაჭი,ყვავი,კვირიონი და სხვ.
  თევზი – ქაშაპი, მტკვრის ტობი,ხრამული,მტკვრის წვერა,მურწა,ფრიტა,თაღლითა,გველანა და სხვ.
  საგარეჯო ქალაქი  (1962 წლიდან). მდებარეობს გომბორის ქედის  სამხრეთ–დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდ. თვალთხევის ნაპირას,თბილის–გურჯაანის საავტომობილო გზაზე ზ.დ 700მ, თბიალისიდან 58 კმ რკინიგზით. აქ არის ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავა,იცის ცხელი ზაფხული და ნალექების 2 მინიმუმი წელიწადში.





  

საგარეჯოს გერბი...


საგარეჯოს რუკა...